საჯარო ინფორმაციის გვერდები:
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნტის თანახმად:
"საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას."
იხილეთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III. ინფორმაციის თავისუფლება).

წარმოდგენილი პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ელექტრონულად (დასკანერებული ფორმით) გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
თავის მხრივ, განცხადების ადრესატი ორგანიზაცია მის ოფიციალურ პასუხს დაასკანერებს და გამოგიგზავნით თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, თქვენ დამატებით შეგიძლიათ მობრძანდეთ და განცხადებაზე პასუხი მატერიალური სახითაც წაიღოთ.
იხილეთ საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ საქართველოს სასამართლოების სატელეფონო ცენტრში (2-260-260) ან მოგვწერეთ ჩათში.

ელექტრონული განცხადების ფორმა | შეავსეთ განცხადება | განცხადების ნიმუში | პასუხის ძებნა
სახელი: *
გვარი: *
პირადი N: * მაგ. 11111111111
მობილური ტელ.: * მაგ. 599111111
ელ. ფოსტა: * მაგ. giorgi@yahoo.com
ინფორმაციის კატეგორია: *
ადრესატი ორგანიზაცია: *
სკანირებული განცხადება: *

განცხადება უნდა შეიცავდეს ადრესატის დასახელებას, მოთხოვნას, იყოს ხელმოწერილი და დასკანერებული.
დასაშვებია აიტვირთოს მხოლოდ PDF ან JPEG ფორმატის, მაქსიმუმ 4 MB ზომის ფაილი.
 
© საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ტელ.: (+995 32) 219-34-35